პრეზიდენტი

პრეზიდენტი
(ლათ. praesidens თავში მჯდომი) - რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში სახელმწიფოს ან სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ამ ფუნქციების შესასრულებლად პრეზიდენტს მინიჭებული აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება, უცხოეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების წარმოება, პარლამენტის თანხმობით საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლების დანიშვნა და გათავისუფლება, კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, პრემიერ-მინისტრისათვის მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მთავრობის გადაყენება, საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მსჯავრდებულის შეწყალება და სხვა. ამავე დროს, პრეზიდენტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "პრეზიდენტი" в других словарях:

  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი — დირექტორ განმკარგულებელი და პასუხისმგებელი ბანკის მიმდინარე საქმიანობისათვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს… …   Georgian encyclopedia

  • ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა — რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს იურიდიულ ლიტერატურაში «შერეულ რესპუბლიკასაც» უწოდებენ, რადგან მასში თავმოყრილია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები, საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი… …   Georgian encyclopedia

  • President of Georgia — The President of Georgia ( ka. საქართველოს პრეზიდენტი) is the commander in chief of Georgia. Presidents serve five year terms.DutiesThe President awards state decorations and has the power to grant pardons.Before the amendments to the… …   Wikipedia

  • Président de Géorgie — (ka) საქართველოს პრეზიდენტი Étendard présidentiel …   Wikipédia en Français

  • Presidente de Georgia — Saltar a navegación, búsqueda Georgia Este artículo es parte de la serie: Política y Gobierno de Georgia Presidente: Mijeíl Saakashvili Primer Ministro: Zurab Nogaideli Parlemento Partidos Políticos …   Wikipedia Español

  • Президент Грузии — საქართველოს პრეზიდენტი …   Википедия

  • იუსტიციის საბჭო — • საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებთან მიმართებით Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002, • ,,საერთო სასამართლოების შესახებ” …   Georgian encyclopedia

  • იუსტიციის საბჭოს აპარატი — საქართველოს იუსტიციის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომლის საქმიანობის წესს, ფუნქციებს და დებულებას განსაზღვრავს პრეზიდენტი. აპარატის მუშაობას უძღვება იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთაგან (იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის… …   Georgian encyclopedia

  • ტროიკა — ინსტიტუტი, რომელიც შემოღებულ იქნა 1980 იან წლებში იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლიტიკის მდგრადობა, განსაკუთრებით ყოველ ექვს თვეში ცვლადი პრეზიდენტობის გათვალისწინებით. თავდაპირველად ტროიკაში შედიოდა… …   Georgian encyclopedia

  • ეროვნული უშიშროების საბჭო — პრეზიდენტის სათათბირო ორგანო სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»